კალათბურთი

16:29 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სარალია ვარჯიშს შეუდგა

სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, “ქუთაისი 2010”-ის ფორვარდი, ლეგიონერი მირზა სარალია (19. 06. 91. 190 სმ) ხანმოკლე უქმობის შემდეგ ვარჯიშს შეუდგა და საქართველოს თასის ნახევარფინალში, “დინამოს” წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი 2010”-ის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ კოხრეიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის მე-4 ტურში, “სოხუმთან” მატჩის მსვლელობის დროს, სარალიამ ფეხის ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ სარალიას, მსუბუქ ფორმებში, ფეხის კუნთის მყესები ჰქონდა დაჭიმული. სამხრეთსლავს დაზიანება 2-3 დღეში მოურჩა.

0.094483