კალათბურთი

13:20 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ ორმაგი დუბლი შეასრულა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” ოკლენდში “გოლდენ სტეიტთან” 102:93 დამარცხდა. “მილუოკმა” ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.

ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი და 50 წამი დაჰყო. ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შესრულა. ქართველმა ცენტრმა გუნდს 13 ქულა, 11 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 4 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

მიმდინარე სეზონში ზაზამ მეცხრე ორმაგი დუბლი შეასრულა.

“მილუოკი ბაქსი” 32 მოგებით და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.24882