ფეხბურთი

11:25 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “რეალს” და “ლივერპულს” ვიეტოს შეძენა სურთ

როგორც გამოცემა AS იუწყება, მადრიდის “რეალსა” და “ლივერპულს” 21 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ლუსიანო ვიეტოს შეძენა სურთ. ესპანური წყაროს ცნობით სამეფო კლუბი “ვილიარეალის” მოთამაშის შესაძენად 7,3 მილიონი გირვანქას გადახდას აპირებს.

ამ თემაზე ვიეტოს აგენტმა ჟორჟე კისტერპილერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ ვიცით, რომ ვიეტოს შეძენა დიდ კლუბებს სურთ. “ლივერპულისა” და “რეალის” გარდა დაინტერესება გერმანულმა კლუბებმაც გამოთქვეს. ვფიქრობ, რეალურია სეზონის ბოლოს ვიეტომ “ვილიარეალი” დატოვოს”, - აღნიშნა არგენტინელის აგენტმა.

ევროპელი სპორტული მიმომხილველები ახალგაზრდა ფეხბურთელს სერხიო აგუეროს ადარებენ და მის შემცვლელად მოიაზრებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110863