ფეხბურთი

17:41 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ხედირა დაუბრუნდა

მადრიდის “რეალის” გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიშს უკვე შეუდგა.

27 წლის შუახაზელმა ტრავმა 7 თებერვალს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართულ თამაშში მიიღო და ის გუნდს 3 კვირით გამოაკლდა.

ესპანური პრესის ცნობით, ხედირამ ტრავმა სრულად მოირჩინა და ის შაბათს “ბილბაოსთან” სათამაშოდ მზადაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060643