ფეხბურთი

17:30 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატალანტამ” კოლანტუანო გაუშვა და რეია დანიშნა

იტალიური “ატალანტას” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი სტეფანო კოლანტუანო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე ედოარდო რეია დანიშნა. ბერგამოელებმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს.

სტეფანო კოლანტუანო “ატალანტას” მთავარი მწვრთნელის პოსტს 2010 წლიდან იკავებდა. მისმა გუნდმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ქულების აღებას მალევე უკლო. ამჟამად, “ატალანტა” სერია A-ში ყველაზე ცუდ ფორმაში მყოფი გუნდია. ბერგამოელებმა ბოლო 4 თამაში წააგეს, რის გამოც ისინი მე-17 პოზიციამდე დაქვეითდნენ. გუნდს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 3 ქულა აშორებს.

რაც შეეხება ედოარდო რეიას – მისი სამწვრთნელო კარიერა სათავეს 1979 წელს იღებს. 36 წლის განმავლობაში რეიას ოცზე მეტ გუნდში უმუშავია. ბოლო მათგანი “ლაციო” იყო, რომელიც 69 წლის სპეციალისტმა გასული სეზონის ბოლოს დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109908