ფეხბურთი

20:40 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა – მომატებული ინტერესი

უეფას ევროპის ლიგის მიმართ ხშირად იწერება თუ ითქმება, რომ ეს ტურნირი გულშემატკივრებში დიდ ინტერესს არ იწვევს. თუმცა, ხუთიოდ დღის წინ გამართული მეთექვსმეტედფინალები ინტერესის ნაკლებობას არ უჩიოდა.

63.324

სწორედ ამდენი გულშემატკივარი დაესწრო სტამბულში, “ათათურქის” სტადიონზე ადგილობრივი “ბეშიქთაშისა” და ინგლისური “ლივერპულის” შეხვედრას. ეს რაოდენობა კი დასწრების მხრივ, ევროპის ლიგის ისტორიაში მეორე შედეგია. – “არასდროს მითამაშია მსგავს ატომსფეროში”, - იტყვის თამაშის შემდეგ, ინგლისელთა გამოცდილი მცველი კოლო ტურე.

10-დან 3...

ევროპის ლიგის ექვსწლიანი არსებობის განმავლობაში, მაყურებელთა დასწრების მხრივ საუკეთესო ათეულში სამი შედეგი წლევანდელი სეზონის 1/16 ფინალებიდანაა შესული. ერთზე ზემოთ მოგახსენეთ. დანარჩენი ორი კი გლაზგოში, “სელტიკი” – “ინტერის” (58.500) და კიევში, “დინამო” – “გენგამის” შეხვედრებია (54.308).

ბოლო 5 წელი...

1/16 ფინალებში გულშემატკივრებს ტრიბუნების 68.37% ჰქონდათ დაკავებული, რაც აღნიშნული ტურნირის ამ ეტაპზე ბოლო ხუთი წლის მონაცემებით საუკეთესო მაჩვენებელია.

თურქეთი

“ბეშიქთაში” – “ლივერპულის” მატჩს თურქეთში ტელე-ეკრანიდან 1.9 მილიონმა გულშემატკივარმა მიადევნა თვალი, რაც ამ ქვეყნის რეკორდია.

ესპანეთიდან....

“ბილბაოსა” და “ტორინოს” თამაშს ესპანეთში ტელევიზორებიდან 2.3 მილიონმა ადამიანმა უყურა. ეს თავის მხრივ, ესპანელთა მიმდინარე სეზონის რეკორდია.

ჰოლანდიიდან...

იგივე რაოდენობის ტელემაყურებელი ჰყავდა ჰოლანდიაში “ფეიენოორდისა” და “რომას” დაპირისპირებას. ამ ქვეყნისთვის კი ეს შედეგი ევროპის ლიგაზე სარეკორდოა.

გერმანიიდან...

“სპორტინგი” – “ვოლფსბურგის” მატჩს ტელე-ეკრანიდან 2.6 მილიონმა გერმანელმა უყურა. ეს კი ალემანების ქვეყნის ბოლო ორი წლის რეკორდია ამ ტურნირის ფარგლებში.

ფეისბუქის გვერდი...

ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრაზე დადებულმა პოსტმა, მისივე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 10 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

სტატისტიკა
0.244283