ფეხბურთი

13:55 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დომენეკს ირლანდიის გაწვრთნა სურს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი რაიმონ დომენეკი მზადაა სამწვრთნელო კარიერას დაუბრუნდეს. 63 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ირლანდიის ნაკრების გაწვრთნაზე ოცნებობდა.

“ვისურვებდი ვიმუშაო კარგ, ბრძოლისუნარიან და მიზანდასახულ გუნდში. არჩევაზე რომ მქონდეს საქმე, უპირატესობას ირლანდიას მივანიჭებდი. წლების განმავლობაში ირლანდიის გაწვრთნაზე ვოცნებობდი. მიყვარს ირლანდიელი ხალხი, მათთან ერთად ლუდიც დამილევია და ისინი სპორტის ნამდვილი მოყვარული ადამიანები არიან”, – განაცხადა ფრანგმა.

დომენეკი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 2004/10 წლებში წვრთნიდა. 2010 წლის მუნდიალზე “მამლების” რიგებში ბევრი ინციდენტი მოხდა. საბოლოოდ რაიმონი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და იგი მიიჩნევა, როგორც ყველაზე ცუდი მწვრთნელი საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111072