კალათბურთი

13:48 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“წყალტუბომ” “ა” ლიგის საგზური მოიპოვა

დასასრულს მიუახლოვდა კალათბურთში “ა” ლიგის შესარჩევი ტურნირი. ჩასატარებელი დარჩა ერთი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს “მარნეული” და “სეუ-ჰიუნდაი” ხვდებიან. ამ წყვილში გამარჯვებული “ა” ლიგის ბოლო მეექვსე წევრი იქნება. მანამდე გაიმართა “წყალტუბო”–“აკადემიის” შეხვედრა.

მატჩი წყალტუბოელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე გამარჯვებით დასრულდა 68:56. ამრიგად, “არენა 76”-ის, “დილას”, “კაკტუსისა” და თსუ-ს შემდეგ, “წყალტუბო” რიგით მე-5 გუნდი გახდა, რომელიც “ა” ლიგის ძირითად ტურნირში იასპარეზებს.

“წყალტუბო”-“აკადემიის” შეხვდერაში ყველაზე კარგი შედეგი “წყალტუბოს” ლეგიონერმა სერგი ალპოროვმა აჩვენა, რომელმაც 29 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი ალეკსანდრ პინჩუკი, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა და 13 მოხსნაა. “აკადემიას” შემადგენლობაში ყველაზე შედეგიან ნიკა ხურცკაიას ანგარიშზე 16 ქულა და 12 მოხსნა დაფიქსირდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091959