არგენტინელი მოდელი, კარლა ჩიზი, მოდელობის გარდა ბლოგერობითაცაა გატაცებული და მისი ნაწერი ბლოგ-ტექსტები თურმე მთელს მსოფლიოში მიმოფანტულ ესპანურენოვან მკითხველებში ნამეტანი რეიტინგული ყოფილა, რაც ამ გოგონას პოპულარობას ცხადია სათანადოდ ადგება.
რაზე არ წერს ეს ჩვენი მოდელ-ბლოგერი, დაწყებული სამოდელო სფეროში მომხდარი ამბებით და დამთავრებული არგენტინული სტეიკის მომზადების მისეული მეთოდებით. ამასწინათ კი, კარლა ჩიზს ერთი ბლოგი არგენტინელი ფეხბურთელებისათვის მიუძღვნია.
კარლა ჩიზის აზრით, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელთა შორის ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი მამაკაცი გონსალო იგუაინია და არა სერხიო აგერო, როგორც ქალების უმეტესობა ფიქრობს. კარლა ამბობს, რომ ბავშვობაში მისი კერპი არიელ ირტეგა იყო, თუმცა ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა.







