ცნობილი ამერიკელი სუპერმოდელი, ოლივია კულპო ირწმუნება, რომ ამქვეყნად გოლფი სპორტის ყველაზე სექსუალური სახეობაა და მას ვნების ქარცეცხლში ისე არაფერი ხვევს, როგორც გოლფის მოთამაშე მამაკაცთა ცქერა, რადგან მზით გარუჯული მეგოლფე ჯეელები მასში განსაკუთრებულ გრძნობებს იწვევენ.
საინტერესოა გოლფში ისეთი ქარიზმატული რა დაინახა ამ ქალმა, რომ მთლად გადარეულა და ამ ქვეყნად ვერა კაცი ვერ აკავებს, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მისი პირველი ქმარი, ჯონ სელდარი ნაკლებად ცნობილი მეგოლფე იყო, საიდუმლოებას შესაძლებელია ასე აეხადოს ფარდა.
დასაწყისში მხოლოდ სიტყვის მარაგად არ გვითქვამს ის, რომ ოლივია კულპო ცნობილი და პოპულარული მოდელია. ეს ქალი ნამეტნავად ამაყობს იმით, რომ ამერიკის თითქმის ყველა ბულვარული ჟურნალის ყდაზე ყოფილა გამოჭიმული. ოლივიამ კარგად იცის, რომ მსგავს წარმატებაზე მილიონობით ქალი ოცნებობს.







