ფეხბურთი

15:23 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პარმას” შესაძლოა დარჩენილ მატჩებში ტექნიკური წაგება გაუფორმდეს

იტალიის ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტის ადვოკატმა მატია გრასანიმ იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თუ “პარმას” შეხვედრა კიდევ გადაიდება, მას დარჩენილ მატჩებში ტექნიკური წაგება – 0:3 ჩაეთვლება.

“ეს ყველაზე სკანდალური მომენტია იტალიური ფეხბურთის ისტორიაში. თუ “პარმა” შეხვედრის გამართვას კვლავ ვერ შეძლებს მას ტექნიკური წაგება უნდა ჩაეთვალოს”, - განაცხადა გრასანიმ.

ერთ დროს გრანდების რისხვა ემილიური გუნდი ღრმა ფინანსურ კრიზისშია და უკვე ზედიზედ მეორე ტურია მისი მონაწილეობით გასამართი თამაშები გაურკვეველი ვადით იდება.

თეგები“პარმა”
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11355