ფეხბურთი

22:55 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ინგლისის ლიგის თასის მფლობელია

ლონდონის “ჩელსი” ინგლისის ლიგის თასის 2014/2015 წლების სეზონის გამარჯვებულია. ლონდონელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში თანაქალაქელ “ტოტენჰემს” აჯობეს “უემბლიზე”.

პირველი სახიფათო მომენტი მე-9 წუთზე ჰქონდათ სტუმრებს. ერისტიან ერიკსენმა საჯარიმო მშვენივრად შეასრულა და ოდნავ არ გაუმართლა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხამ მოიგერია. ჩეხის კარს 35-ე წუთზე კვლავ დანიელი ნახევარმცველი ემუქრებოდა, თუმცა გამოცდილ მეკარეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია. “არისტოკრატების” პირველივე სახიფათო შეტევა გოლით დასრულდა, ტაიმის ბოლო წუთზე ვილიანმა სტანდატულიდან ჩააწოდა, რასაც მეტოქის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, ბურთი ჯონ ტერის მიუვიდა, რომლის დარტყმული ერიკ დაიერს მოხვდა და უგო ლორისის კარში შევარდა. ერთ წუთში მეორე გოლის გატანა გარი კეჰილს შეეძლო, მაგრამ ფრანგ მეკარეს ვერ აჯობა.

მეორე ნახევარი “ჩელსის” აქტიურობით დაიწყო და 49-ე წუთზე სესკ ფაბრეგასი მაკრატელა დარტყმით ცდილობდა გოლის გატანა, მაგრამ ლორისმა აჯობა. მომდევნო შეტევა კი, გოლით დასრულდა – დიეგო კოშტას დარტყმა კაილ უოლკერს მოხვდა და “ტოტენჰემის” კარში აღმოჩნდა. “დეზები” ბევრს ეცადნენ, თუმცა თამაშში გარდატეხის შეტენა ვერ მოახერხეს – 2:0.

“ჩელსიმ” ინგლისის ლიგის თასი არსებობის განმალობაში მეხუთედ მოიპოვა. “ლურჯებს” აღნიშნული ტიტული ბოლოს 2006/2007 წლების სეზონში ჰქონდათ მოგებული.

ჩელსი – ტოტენჰემი 2:0 (1:0)

ლონდონი, “უემბლი”

ჩელსი (4-3-3):
ჩეხი, ტერი, კეჰილი, ზუმა, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, რამირესი, ფაბრეგასი (ოსკარი 88), ვილიანი (კუადრადო 76) აზარი, კოშტა (დროგბა 92).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, დაიერი, როუზი, უოლკერი, მეისონი (ლამელა 71), ბენტალები, თაუნსენდი (დემბელე 62), ერიკსენი, ჩადლი (სოლდადო 80), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 ტერი (45), 2:0 უოლკერი (56 ს.კ.).
გაფრთხილებები: ვილიანი, კეჰილი, კუადრადო – დაიერი, ბენტალები
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა:
37%-63%, დარტყმა: 15(4)-13(2), ჯარიმა: 19-15, კუთხური: 8-9, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-2

0.131595