ფეხბურთი

14:18 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინის იკარდის წასვლა არ უნდა

მილანის "ინტერის" მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ კლუბიდან მაურო იკარდის წასვლაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ნაადრევია.

"მე არ მინდა დავკარგო ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში 20 გოლს გააქვს. მართალია მის მიმართ ინტერესს უკვე იჩენენ, მაგრამ ვფიქრობ, მის წასვლაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ნაადრევია." – განაცხადა მანჩინიმ.

იკარდით დაინტერესებულნი არიან ინგლისური პრემიერლიგის გუნდები: "მანჩესტერი იუნაიტედი" , "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი". 22 წლის მაურო იკარდის სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 23 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 14 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128361