ფეხბურთი

19:03 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ ჩიხრაძეს სძლია (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” აზერბაიჯანის 24-ე ტურის მატჩში ზაქათალას “სიმურგი” შინ 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ცადაძის ვაჟმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბაჩანამ მე-18 წუთზე გახსნა. “ჯვაროსნების” თავკაცმა ლაშა სალუქვაძე ძირითად შემადგენლობაში ათამაშა, ხოლო გიორგი ლომაია სათადაროგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა, ალეკო ამისულაშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.

ამ გამარჯვებით “ინტერმა” მეორე ადგილზე 40 ქულით გადაინაცვლა და ლიდერ “ყარაბაღს” 6 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110864