27 თებერვალს აუზ “ოლიმპიკში” სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა წყალბურთში – “ჩაჩავების თასი”, რომელშიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თამაშობს.
შეჯიბრის პირველი დღეს ქართველი წყალბურთელები თურქეთის გაეჯიბრნენ და 12:15 დამარცხდნენ. დღესს, მასპინძლებს 2 მატჩი ელით: 11:20 საათზე – ბელარუსთან, ხოლო 18:20 საათზე – აზერბაიჯანთან.
საქართველოს ნაკრები ტურნირს 1 მარტს რუსეთთან დაპირისპირებით დაასრულებს. ეს თამაში 12:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, მატჩებზე დასწრება თავისუფალია.







