კალათბურთი

18:15 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფარღალავა სეზონს “სოხუმში” დაასრულებს

“სოხუმისა” და სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, უკანახაზელი ლაშა ფარღალავა (07. 02 87. 193 სმ) მიმდინარე 2014-15 წლების სეზონს “სოხუმში” დაასრულებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ფარღალავამ განუცხადა.

“საშობაო და საახალწლო არდადეგების დასრულების შემდეგ, კარიერის გაგრძელებას ირანში ვაპირებდი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ გამოვიდა”, - გვითხრა ფარღალავამ.

შეგახსენებთ, რომ ფარღალავამ 2013-14 წლების სეზონი ირანში დაასრულა, ხოლო 2014-15 წლების სეზონი “სოხუმში” დაიწყო და ახლაც ამ გუნდში ირიცხება.

0.101216