ფეხბურთი

13:45 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დარციმელიამ ამხანაგურში გაიტანა

უნგრეთის საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ნირედხაზას “სპარტაკუსის” თავდამსხმელმა დავით დარციმელიამ თავი ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა.

“სპარტაკუსმა” ამხანაგურ შეხვედრაში “იბრანი” 4:2 დაამარცხა და ერთი გოლი თავის ანგარიშზე 19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ჩაიწერა.

დარციმელია თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “სპარტაკუსის” კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს ზურაბ არზიანს არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114012