ფეხბურთი

18:13 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილს კოჭის ტრავმა აქვს

ლვოვის “კარპატის” საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი მოედანს სავარაუდოდ ორ კვირაში ან ერთ თვეში დაუბრუნდება. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” უკრაინული კლუბის პრესსამსახურმა აცნობა.

დაუშვილი თურქულ შეკრებაზე ბულგარეთის “ბანსკოსთან” ჩატარებული ამხანაგური მატჩის (0:0) დროს დაშავდა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მოედანი მე-20 წუთზე კოჭის ტრავმის გამო დატოვა.

ამჟამად, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველი ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114643