ფეხბურთი

14:40 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილმა “ოდენსეს” დუბლებში ითამაშა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა დანიის სუპერლიგის “ოდენსეს” დუბლშემადგენლობაში ითამაშა.

“ოდენსე” სტუმრად “ბრონდბიუს” დაუპირისპირდა და ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში, დვალიშვილმა მოედანზე პირველი ტაიმი დაჰყო.

დანიის სუპერლიგის მე-2 ეტაპი განახლდა, მაგრამ “მიდტიულანდთან” გასვლაზე 0:3 წაგებულ თამაშში, თადარიგში მყოფ 28 წლის ფორვარდს თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონდა.

დვალიშვილი “ოდენსეში” შარშან ზაფხულში გადავიდა და 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122222