ფეხბურთი

15:54 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას ყატარში მუნდიალის ჩატარებას ნოემბერ-დეკემბერში ურჩევენ

სამუშაო ჯგუფმა ფიფას ურჩია, რომ მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი ყატარში ნოემბერსა და დეკემბერში ჩაატაროს. ამის შესახებ ფიფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ტურნირის მარტსა და აპრილში ჩატარების იდეა, რომელსაც მხარს ევროპული ლიგების წარმომადგენლები უჭერდნენ, ამ პერიოდში მუსლიმთა რელიგიური დღესასწაულის რამადანის გამო უარყვეს.

მსოფლიო ჩემპიონატს არც იანვარსა და თებერვალში ჩაატარებენ, რადგან ხსენებულ პერიოდში ზამთრის ოლიმპიური თამაშები იმართება.

ფიფა ყატარში მუნდიალის ჩატარების თარიღს აღმასკომის სხდომაზე დაადგენს, რომელიც 19-20 მარტს ციურიხში გაიმართება.

თეგებიფიფაყატარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124916