სხვა

0:50 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მედია-სათხილამურო ტურნირი მესტიაში

21 თებერვალს, სვანეთში, მესტიის რაიონში, ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალი "ნიამორის" ორგანიზებით სვანეთში სათხიმალურო მედია ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მედიის 50-მდე წარმომადგენელმა მიიღო. შეჯიბრების თანაორგანიზატორები იყვნენ მესტიის მუნიციპალიტეტია და მესტია სქი-რეზართი.

ვაჟებს შორის შეჯიბრში პირველი ადგილი "პალიტრა TV-სა" და რადიო "პალიტრის" თანამშრომელმა ირაკლი გორდელაძემ მოიპოვა. II ადგილზე "ჯი დი ეს"-ის წარმომადგენელი – კოტე გუნია, ხოლო მესამე ადგილზე რადიო "ფორტუნას" წარმომადგენელი დათუნა აბულაძე გავიდა.

გოგონებში I ადგილი "ჯი-დი-ეს"-ის წარმომადგენელმა ანა ხოსიტაშვილმა დაიკავა. მეორე იყო რადიო „ჯაკოს“ თამანშრომელი მაგდალინა მიკა-გლაზოვა, ხოლო მესამეზე რადიო „ფორტუნას“ ჟურნალისტი ანა ჭურღულაშვილი გავიდა.

გამარჯვებულებს მაღაზია "მასტერსპორტის" მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერები, ასევე სიგელები და დიპლომები გადაცათ. პირველ ადგილოსნები პარალელურად “თეთნულდის“ (გოგონებში) და „უშბას“ (ვაჟებში) თასის მფლობელებიც გახდნენ. ბუნებრივია, მედია-ლამპრობამ მხოლოდ სამოყვარულო შეჯიბრისთვის განკუთვნილი „ჩაიდნების“ მფლობელებიც გამოავლინა. სვანური ტურნირის „ჩაიდნები“ გახდნენ მარიამ გელაშვილი (ტელე-იმედი) და ლაშა ნაკაიძე (რუსთავი 2). გამარჯვებულები მესტიის მუნიციპალიტეტმაც დაასაჩუქრა.

50 ჟურნალისტისა და ორგანიზატორების ერთობლივი გადაწყვეტილებით, საუკეთესო გუნდიც გამოვლინდა. ეს ტიტული და „მასტერ სპორტის“ სასაჩუქრე ვაუჩერები, მესტიის სათხილამურო სკოლის 5 და 7 წლის ასაკის აღსაზრდელებს, ჟურნალისტთა შეჯიბრის ტრასის გამხსნელებს – კახუნა გოშთელიანსა და ლუკა ნიგურიანს გადაეცათ. ჟურნალისტთა შეჯიბრის ტრასის კიდევ ერთი გამხსნელი საქართველოში ერთ-ერთი უძიერესი ქალი მოთხილამურე, ქვეყნის მრავალგზის ჩემიონი და პრიზიორი, ვეტერანი სპორტსმენი ეკა უშხვანი იყო.

ტურნირის დასრულების შემდეგ ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფმა კონცერტი გამართა. „რიჰოს“ მიერ გამართულ ფერხულში, „ლამპრობის“ სიმბოლოს – დანთებული კოცონის ირგვლივ ჟურნალისტებმა და შეკრებილმა სტუმრებმაც მიიღეს მონაწილეობა. ტურნირის ოფიციალური სასმელები იყო "სარაჯიშვილი" და ენერგეტიკული "რედ-ბული", პარტნიორობა კი მაღაზია “ექსტრიმმაც” გასწია.

ისიც ვთქვათ, რომ მედია-სათხილამურო ტურნირის ორგანიზატორები მარტში მედია-მეკლდეურთა ტრადიციული შეჯიბრის აღდგენაზეც ფიქრობენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093612