ფეხბურთი

12:12 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასილასი: "ისკო ესპანეთის ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება"

მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილასმა კვირას "ელჩესთან" მოგებული მატჩის შემდეგ (2:0) კომენტარი გააკეთა, სადაც მან მისი თანაგუნდელი და თანამემამულე ისკო შეაქო და განაცხადა, რომ ის მალე ესპანეთის ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.
"მოგებული შეხვედრით კმაყოფილი ვარ, უშუალო კონკურენტს ახლა უკვე 4 ქულით ვასწრებთ, რაც ძალიან კარგი შედეგია. ასე უნდა გავაგრძელოთ და ყველა შეხვედრაში მოვუმატოთ. რაც შეეხება ისკოს, ის უნიჭიერესი ფეხბურთელია და აქვს ყველა ის თვისება, რის გამოც ის სულ მალე გახდება ესპანეთის ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი". -განაცხადა კასილასმა.
22 წლის ისკოს პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში მადრიდელთა მაისურით 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გატანილი გოლია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ელჩესთან" ჩატარებული მატჩი იკერ კასილასისთვის, პრიმერადივიზიონში 500-ე გამოდგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11798