დასრულდა ვაჟ ხელბურთელთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. ბოლო სამი საგზური მოიპოვეს ესპანეთის ლა რიოხა ლოგრონიომ, საფრანგეთის დიუნკერკმა და დანიის ოლბორგმა. სამშაბათს მერვედფინალის წილისყრაა.
A ჯგუფში ყველაფერი მარტივად გადაწყდა - ბელარუსის მეშკოვ ბრესტი სტუმრად დამარცხდა გერმანიის კილთან 22-32 და მეოთხე ადგილი ლა რიოხას დაუთმო.
D ჯგუფში 6-6 ქულა ჰქონდა 4 გუნდს და ბოლო ტურს მათ შორის 2 საუკეთესო გამოევლინა. ერთი საგზური მოიპოვა დიუნკერკმა, რომელმაც შინ უშუალო კონკურენტი შაფჰაუზენი 29-25 დაამარცხა. ზაპოროჟიეს მოტორი კიევში პირველი ტაიმის შემდეგ 19-10 უგებდა პოლონეთის კელცეს, რომელსაც იქამდე 9 მატჩიდან 9 მოგება ჰქონდა. მეორე ტაიმში სტუმრები ამუშავდნენ, 7 გოლი გაიტანა კაროლ ბელეცკიმ და უკრაინელთა უპირატესობა ბოლო წუთის დაწყების წინ 1 ბურთამდე დავიდა. მოტორს, როგორც შემდეგ გაირკვა, ფრეც აწყობდა, მაგრამ ბოლო წუთზე ორი გოლი გაუშვა და 27-28 წააგო. მიუხედავად ამისა, ზაპოროიჟეს ბოლო მატჩამდე რჩებოდა მერვედფინალში გასვლის კარგი შანსი - რადგანაც უკეთესი პირადი ბალანსი ჰქონდა ოლბორგთანაც და შაფჰაუზენთანაც. ოლბორგი უნგრეთში თამაშობდა პიკ სეგედთან, დასრულებამდე 55 წამით ადრე გაათანაბრა ანგარიში (23-23) და ერთი ქულით გაასწრო მოტორს.
საბოლოოდ, მერვედფინალში გავიდა გერმანიისა და საფრანგეთის სამივე გუნდი, 2-2 კლუბი ეყოლებათ პლეიოფში უნგრეთს, ესპანეთს, პოლონეთსა და დანიას, თითო - ხორვატიასა და მაკედონიას.
ჩემპიონთა ლიგა 2014-15
კაცები. ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტური, 18-22 თებერვალი
A ჯგუფი
კილი (გერ) - მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 33-22
ლა რიოხა (ესპ) - პსჟ (საფ) 35-33
მეტალურგ სკოპიე (მკდ) - ზაგრები (ხორ) 20-22
კილი 18 ქულა, პსჟ 12, ზაგრები 12, ლა რიოხა 9 / მეშკოვ-ბრესტი 6 მეტალურგი 3
--
B ჯგუფი
ბეშიქთაში (თურ) - ბარსელონა (ესპ) 25-29
კოლდინგი (დან) - ალინგსასი (დან) 34-33
ვისლა პლოცკი (პოლ) - ფლენზბურგი (გერ) 31-29
ბარსელონა 17, კოლდინგი 14, პლოცკი 13, ფლენზბურგი 12 / ბეშიქთაში 2, ალინგსასი 2
--
C ჯგუფი
ცელიე (სლნ)- ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 29-25
ლიოვენი (გერ) - ვარდარი (მკდ) 28-35
მონპელიე (საფ) - ვესპრემი (უნგ) 20-34
ვესპრემი 18, ვარდარი 15, ლიოვენი 12, მონპელიე 8 / ცელიე 6, მედვედი 1
--
D ჯგუფი
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) - კელცე (პოლ) 27-28
დიუნკერკი (საფ) - შაფჰაუზენი (შვც) 29-25
სეგედი (უნგ) - ოლბორგი (დან) 23-23
კელცე 20, სეგედი 12, დიუნკერკი 8, ოლბორგი 7 / ზაპოროჟიე 6, შაფჰაუზენი 6







