კალათბურთი

12:06 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ ყოფილ გუნდს 2 ქულა ჩაუგდო

“მილუოკი ბაქსი” შინ ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდს “ატლანტა ჰოუქსს” დაუპირისპირდა და 86:97 დამარცხდა. ზაზა ფაჩულია კვლავ არ იმყოფებოდა სასტარტო 5-ეულში. მან პარკეტზე 14 წუთი გაატარა. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 3-დან ერთი ორქულიანი გამოიყენა. ისიც უნდა ითქვას, რომ ზაზამ 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა.

“მილუოკელთა” შორის 19 ქულით კრის მიდელტონი გამოირჩა, “ატლანტაში” 23 ქულით - პოლ მილსაპი. “მილუოკს” აშკარად დააკლდა “ფინიქსში” გადასული ბრენდონ ნაითი.

ჯეისონ კიდის შეგირდები 31 მოგებით და 24 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109116