რაგბი

10:44 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,აია“  წარმატებულ სვლას განაგრძობს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,აიამ“ თბილისის ,,არმიას“ უმასპინძლა. უახლოეს წარსულში ამ გუნდების უშუალო დაპირისპირებაში ქვეყნის ჩემპიონის ბედიც გადაწყვეტილა, მაგრამ წლევანდელ სეზონში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ქუთათურებმა საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრა პრაქტიკულად უკვე გაინაღდეს და მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ, რაც შეეხებათ არმიელებს მათთვის მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება. მეტოქეთა შორის პირველ წრეში თბილისში გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და რიონისპირელთა მინიმალური გამარჯვებით - 10:9 დასრულდა.

მატჩის დებიუტი ქუთაისშიც დაძაბულად წარიმართა. დასაწყისში ანგარიშის გახსნა მასპინძლებს შეეძლოთ, მაგრამ რეზი ჯინჭველაშვილმა ხელსაყრელი მდგომარეობიდან საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა.

ამის შემდეგ თბილისელები გააქტიურდნენ და საფუძვლიან უპირატესობასაც დაეუფლნენ. რამდენჯერმე მიზანთან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ რიონისპირელებმა თავი მედგრად დაიცვეს და მეტოქეს ლელოში შეღწევის საშუალება არ მისცეს.

ტაიმის შუაწელიდან ქუთათურებიც გამოცოცხლდნენ და პირველივე სახიფათო შეტევა შედეგიანად დააგვირგვინეს. კარგად ითამაშა მირიან მოდებაძემ, რომელმაც მოედნის სიღრმიდან ცენტრამდე ირბინა და შემდეგ ბურთი თანაგუნდელების მისამართით გადაკიდა. შეტევის ბოლო ფაზაში ყველაზე უკეთ შალამბერიძე გაისარჯა. იგი ბურთს დაეუფლა, მეტოქეებს დაუსხლტდა და არმიელთა ჩათვლის მოედანზე შეირბინა. გარდასახვა ჯინჭველაშვილმა ზუსტად შეასრულა - 7:0.

ხუთი წუთის შემდეგ ქუთათურებმა უპირატესობა კიდევ უფრო განამტკიცეს. მასპინძლებმა თბილისელთა 22-მეტრიან ხაზთან აუტი მოიგეს, ხელდახელ შეუტიეს და ბურთი მოდებაძეს გააყოლეს, რომელმაც სისწრაფის ხარჯზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და ბურთი მოედნის კიდესთან დაამიწა. რთული მდგომარეობიდან ჯინჭველაშვილს გარდასახვა გაუცუდდა - 12:0.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება სტუმრებმა თამაშში გარდატეხის შეტანა სცადეს და მწვავედაც შეუტიეს, მაგრამ ქუთათურებმა დაცვაში ისევ იყოჩაღეს და საკუთარი ლელო მშრალად შეინარჩუნეს.

მატჩის მეორე ნახევარი არმიელებმა გაცილებით უკეთესად დაიწყეს და ბაირამაშვილის არეკნითა და კუპრეიშვილის ზუსტი საჯარიმო დარტყმით მეტოქეს სალელოვე მანძილზე დაუახლოვდნენ - 12:6.

ამის შემდეგ უპირატესობას რიონისპირელები დაეუფლნენ, რომელთაც მატჩის სადავეები ხელიდან შეხვედრის ბოლომდე აღარ გაუშვიათ და გამარჯვებულის ვინაობა სათუოდ ერთი წამითაც აღარ გაუხდიათ.

სტუმრები ქუთათურთა შეტევების შეჩერებას ვეღარ ახერხებდნენ, ამას თან კუპრეიშვილის გასინბინებაც დაერთო და არმიელთა დაცვის ხაზი მთლიანად მოიშალა. ამით კარგად ისარგებლეს რიონისპირელებმა და მეტოქეს კიდევ 6 ლელო გაუტანეს. განსაკუთრებით თავი გიორგი ფრუიძემ გამოიჩინა, რომელმაც თბილისელთა ჩათვლის მოედანზე ბურთი სამჯერ დაამიწა და ჰეთ თრიქი მიითვალა.

არბიტრის საფინალო სასტვენმა ქუთაისელთა პრემიალური ქულით გამარჯვება დააფიქსირა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. XIV ტური.

22 თებერვალი. კვირა. ქუთაისი. ,,აია“. 16:00 საათი. 1500 მაყურებელი.

,,აია“ (ქუთაისი) - ,,არმია“ (თბილისი) 52:6 (12:0)

,,აია“: 15. მოდებაძე, 14. აბრამიძე, 13. გ.ფრუიძე, 12. ირემაძე (სინაურიძე 67), 11. კიკვაძე (ბაბუნაშვილი 61), 10. ჯინჭველაშვილი, 9. თუთბერიძე (გ.ლოსაბერიძე 54), 1. რატიაშვილი (მატარაძე 63), 2. მატკავა (გიორგი ტორაძე უმცროსი 63), 3. გიორგი ტორაძე (უშხვანი 54), 4. გიორგაძე, 5. ჩიტეიშვილი, 6. შალამბერიძე (გორგასლიძე 67), 7. დ.ლოსაბერიძე (სალდაძე 61), 8. ყურაშვილი;

8 ლელო: შალამბერიძე, მოდებაძე, ფრუიძე (3), აბრამიძე, ირემაძე, ბაბუნაშვილი;

6 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი (6);

მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;

,,არმია“: 15. ჯ. კიზირია (მესხი 70), 14. ტუჩაშვილი, 13. ვლ.კუპრეიშვილი, 12. ადანაია (ი.ჩხიკვაძე 37), 11. ჯიმუხაძე (ნოზაძე 72), 10. ბაირამაშვილი (ღვინჯილია 63), 9. ჯინაშვილი, 1. კაკოვინი (ქორიძე 42), 2. მეკოკიშვილი, 3. გურგენიძე (ტ.ჩხიკვაძე 68), 4. ჟღენტი (უჩავა73), 5. ჯინჭარაძე, 6. დარასელია (დაუშვილი 71), 7. თავართქილაძე, 8. ვერტილეცკი;

ჯარიმა: კუპრეიშვილი;

არეკნი: ბაირამაშვილი;

სინბინი: კუპრეიშვილი (56);

მწვრთნელი: ნიკო ჭავჭავაძე;

მთ. მსაჯი: თ. გვირჯიშვილი;

1.

ყოჩები

14

11

1

2

316:187

49

2

ბათუმი

14

9

1

4

287:198

43

3.

ლელო-სარასენსი

14

8

3

3

273:189

40

4.

აია

14

8

0

6

286:212

38

5.

ხარები

14

7

2

5

284:200

36

6.

ლოკომოტივი

14

6

1

7

231:215

33

7.

ჯიქები

14

5

2

7

193:203

26

8.

არმაზი

14

5

1

8

222:277

24

9.

არმია

14

4

1

9

175:307

21

10.

თიბიეს უნივერსიტეტი

14

1

0

13

162:441

7

მომდევნო ტური. 28 თებერვალი - 1 მარტი

თიბიესი - ლოკომოტივი; არმია - ყოჩები; ლელო-სარასენსი - აია; ბათუმი - ჯიქები; ხარები - არმაზი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113331