ფეხბურთი

2:44 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიონმა ლიდერობა განიმტკიცა

საფრანგეთის ჩემპიონატში 26-ე ტურის ოთხი მატჩი გაიმართა.კვირა საღამოს გამართული მატჩებიდან ცენტრალური შეხვედრა ყველაზე უხვგოლიანი გამოვიდა. “სენტ ეტიენმა” საკუთარ მოედანზე “მარსელი” მიიღო და მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გატანილი გოლით ქულა გადაარჩინა.

მოვლენები სიანტერესოდ განვითარდა. ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისში გალტიეს გუნდი გრადელის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით დაწინაურდა. შემდეგ კი იყო ოთხწუთიანი მონაკვეთი, რომლის დროსაც ბელგიელმა მიჩი ბათშუმ დუბლი შეასრულა. პირველ შემთხვევაში ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაიტანა, მეორე გოლისას კი ალესანდრინის პასის შემდეგ წინ გაიყვანა ბიელსას გუნდი.

მატჩის საბოლო ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე დაფიქსირდა, როცა თურქული წარმოშობის ფრანგმა მევლუტ ერდინკმა მანდანდას გაუტანა და მასპინძლებს ქულა მოუტანა.

სატურნირო ცხრილში “მარსელი” მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო “სენტ ეტიენი” ევროზონასთან ახლოს, მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

ერთადერთი მატჩი, რომელიც გოლის გარეშე დასრულდა “რეიმსისა” და “მეცის” დაპირისპირება იყო. “რეიმსი” ათეულს მიღმა იმყოფება, ხოლო “მეცი” კვლავ გავარდნის უპირველესი კანდიდატია.

“ლიონმა” ფეკირის გოლით მინამალური ანგარიშით დაამარცხა “ნანტი.” ფურნიეს გუნდმა სამი ქულით განიმტკიცა ლიდერობა, “ნანტი” კი სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილს იკავებს და რეალური მიზნისთვის ბრძოლა არ უწევს.

“გენგამი” საკუთარ მოედანზე “მონპელიესთან” დამარცხდა. გოლები სანსონისა და ბერიგუდის ანგარიშზეა. გუნდები ევროზონასთან ახლოს იმყოფებიან და ევროპალიგის საგზურის მოპოვების რეალურ შანსს ინარჩუნებენ.

რეიმსი – მეცი 0:0

რეიმსი, “სტად ოგუსტ-დელუნ მეორე”

რეიმსი: აგასა, სინორინო, ტაკალფრედი, მანდი, კონტე, ონიანუ, დევუ (ბურილონი 66), ფორტესი (გლომბარდი 89), შარბონერი (ნ’გოგი 74), დე პრევილე, მუკანჯო

მთავარი მწვრთნელი: ვასური

მეცი: კარასო, მარშალი, რივიერეზი, პალომინო, მეტანირე, ფილიპსი, ლეჟუნე, დუკურე, სარი, სასი, მაიგა

მთავარი მწვრთნელი:კარტიე

მთავარი მსაჯი: ვილფრდი ბიენი

გაფრთხილება: კონტე (49), ფილიპსი (53), პალომინო (61)

ლიონი – ნანტი 1:0 (0:0)

ლიონი, “სტად ჟერლანდი”

ლიონი: ლოპესი, დაბო, ბედიმო, კონე, უმტიტი, გურკუფი (გეზალი 77), გონალონსი, ფერი (მალბრანკი 86), ფეკირი, ტოლისო, ლაკაზეტი (ნ’ჟიე 68)

მთავარი მწვრთნელი: ფურნიე

ნანტი: რიუ, ვეინაუ, ვიზკარონდო, ჰანსენი, ჯილობოჯი, სისოკო, ბესატი (ილოკი 81), დუქსი, ვერეტუტი, ბანგურა (ბამუ 75), გაკპე (ნ’კუდუ 75)

მთავარი მწვრთნელი: დერ ზაქარიანი

გოლი: 1:0 ფეკირი (67)

მთავარი მსაჯი: ფრედი ფუტრელი

გაფრთხილება: დუქსი (31), ფერი (34), ბესატი (45), ჯილობოჯი (54), გაკპე (55), სისოკო (59), დაბო (79)

94-ე წუთზე გონალონსმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

გენგამი – მონპელიე 0:2 (0:1)

გენგამი, “სტად დუ რუდურუ”

გენგამი: ლოსლი, ანგუა, კერბრატი, ლევექუ, სანხო, მარვუა (მანდანე 64), დიალო, სანჰარე, ჟირესი, ბივუ (შვარცი 77), იატაბარე (პაიე 63)

მთავარი მწვრთნელი: გურვენეკი

მონპელიე: ჟურდრენი, კონგრე, ჰილტონი, ელ კუტარი, დეპლანე, მარვუა, დაბო, სანსონი, კამარა (ლასნე 68), მუნიე (ტიენე 82), ბერიგუდი (ბაკარი 77)

მთავარი მწვრთნელი: კურბისი

გოლები: 0:1 სანსონი (2), 0:2 ბერიგუდი (55)

მთავარი მსაჯი: ალექსანდრ კასტრო

გაფრთხილება: ტიენე (86)

92-ე წუთზე ბაკარმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

სენტ ეტიენი – მარსელი 2:2 (0:0)

სენტ-ეტიენი, “ჟოფრი გიშარდი”

სენტ ეტიენი: რუფიე, პერინი, სალი, კატერინე, კლემენტი, ტაბანუ, ლემოინე, ჰამუმა (პაკე 82), დიომანდე (მოლო 71), გრადელი, ვან ვოფსვინკელი (ერდინკი 72)

მთავარი მწვრთნელი: გალტიე

მარსელი: მანდანდა, მორელი, ფანი, ჯა ჯეჯე (ალოე 63), მენდი, რომაო (ალესანდრინი 63), იმბულა, ოკამპოსი, პაიე, ჟინიაკი (ბათშუ 63), აეუ

მთავარი მწვრთნელი: ბიელსა

გოლები: 1:0 გრადელი (თერთმეტმეტრიანი 54), 1:1, 1:2 ბათშუ (64, 67), 2:2 ერდინკი (90+1)

მთავარი მსაჯი: კლემენტ ტურპინი

გაფრთხილება: ჯა ჯეჯე (51), ოკამპოსი (59), ალოე (65), ფანი (81), მოლო (90+2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10097