საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 24-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მესამე ტურში ორი რეკორდი გაუმჯობესდა.
პირველი რეკორდი ქუთაისში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა „ქუთაისი-2010“-მა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში „რუსთავს“ 106:99 მოუგო, ეს კი მთლიანობაში 205 ქულას შეადგენს. ქულათა ასეთი მარაგი ერთ შეხვედრაში მიმდინარე ჩემპიონატში აქამდე ჯერ არ დაფიქსირებულა.
მეორე რეკორდი „დინამო“-„ოლიმპის“ შეხვედრაში დაფიქსირდა. „ოლიმპის“ სერბმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა მარკო დუიკოვიჩმა 24 მოხსნა გააკეთა, რომელიც ძველ რეკორდს ერთით აღემატება.
სეზონის ძველი რეკორდი „დინამოს“ პოლონელ ლეგიონერ გარიკ შერმანს ეკუთვნოდა.







