ფეხბურთი

13:56 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსამ” ვილანოვა კიდევ ერთხელ დააფასა

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, “ბლაუგრანას” საწვრთნელი ბაზის “სიუტატ ესპორტივას” ნომერ პირველ სავარჯიშო მოედანს ტიტო ვილანოვას სახელი დაერქვა.

“ამიერიდან მომავალი თაობები, რომლებიც აქ სავარჯიშოდ მოვლენ, უნდა იცოდნენ ვინ იყო ტიტო ვილანოვა.” – განაცხადა გახსის ცერემონიალზე “ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ.

ესპანელი სპეციალისტი გასული წლის აპრილში კიბოთი გარდაიცვალა. ვილანოვა პეპ გვარდიოლას ოთხი წარმატებული წლის განმავლობაში ასისტენტობას უწევდა, ხოლო 2012/13 წლებში მთავარ გუნდს ხელმძღვანელობდა და “ბარსელონამ” იმ სეზონში ლა ლიგა 100 ქულით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111337