ფეხბურთი

13:22 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსის” რცხვენია

გრძელდება პარიზის მეტროპოლიტენში მომხდარი ინციდენტის გამოძიება. ლონდონის “ჩელსიმ” კიდევ ორი პიროვნება დასაჯა. პარასკევს გავრცელებული ოფიციალური ცნობის თანახმად, სამი პიროვნება დაისაჯა და ჯამში ამ ეტაპზე 5 ადამიანს აეკრძალა “სტემფორდ ბრიჯზე” საყვარელი გუნდის გულშემატკივრობა.

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს და “ჩელსის” მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის დაწყების წინ საფრანგეთის დედაქალაქის მეტროპოლიტენში “არისტოკრატთა” გულშემატკივრებმა ფერადკანიანი პიროვნება მატარებელში არ შეუშვეს და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ რასისტობა მოსწონთ.

ბოლო გამოძიების შედეგად მეტროპოლიტენის პოლიციამ ორი ადამიანი კიდევ ამხილა. ეს პიროვნებები ფერადკანიან ადამიანს ხელს კრავდნენ. არსებობს კიდევ სამი ადამიანის ფოტო, რომელიც ინგლისურ პრესაში გამოქვეყნდა.

ჟოზე მოურინიო აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და სამარცხვინო უწოდა.

“თავს შერცხვენილად ვგრძნობთ, თუმცა ამავდროულად უარვყობთ ურთიერთობას ამ ადამიანებთან. მე ვკონტაქტობ იმ გუნდთან, რომელსაც ბევრი წარმატება აქვს და მეამაყება “ჩელსის” გაწვრთნა. ასეთი ხალხი კლუბს არ წარმოადგენს. არ ვიცი ამ ადამიანებს მოსწონთ თუ არა ფეხბურთი, მაგრამ ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა, კლუბთან არაფერი აკავშირებთ. გუნდის ფეხბურთელებს მსგავსი რეაქცია ჰქონდათ.” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

აღნიშნულ რასისტულ ინციდენტთან დაკავშირებით კლუბი გამოძიებას განაგრძობს. ინგლისური და ფრანგული მხარეები თანამშრომლობენ და გამორიცხული არაა მომდევნო დღეებში კიდევ რამდენიმე ადამიანი ამხილონ. ინგლისელები ერთხმად თანხმდებიან – მომხდარი ფაქტი სამარცხვინოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112068