უეფამ მორიგი კალენდარული სათამაშო დღეების შემდეგ საფეხბურთო ჩემპიონატების განახლებული რეიტინგი წარმოადგინა.
ცხრილის სათავეში ისევ ესპანეთის პრიმერადივიზიონი იმყოფება, მას კვალში ინგლისის პრემიერლიგა უდგას, ხოლო სამეულს გერმანული ბუნდესლიგა ასრულებს.
საქართველოს ჩემპიონატს აღნიშნულ კლასიფიკაციაში 9.375 ქულით 34-ე პოზიცია უკავია.
მოწინავე ათეული კი შემდეგნაირია:
ესპანეთი (ლა ლიგა) – 93.570 ქულა
ინგლისი (პრემიერლიგა) – 79.391
გერმანია (ბუნდესლიგა) – 76.700
იტალია (სერია A) – 63.343
პორტუგალია (სუპერ ლიგა) – 60.382
საფრანგეთი (ლიგა 1) – 51.416
რუსეთი (პრემიერლიგა) – 48.998
უკრაინა (პრემიერლიგა) – 42.166
ჰოლანდია (ერედივიზიონი) – 40.312
ბელგია (იუპერ ლიგა) – 35.600





