ფეხბურთი

2:21 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავამ “ოლიმპიაკოსს” გაუტანა (+VIDEO)

მიმდინარე ევროტურნირებზე შემორჩენილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა, ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე გატანილი გოლით გამოირჩა.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, “დნიპრომ” კიევში უმასპინძლა “ოლიმპიაკოსს”. აღნიშნულმა ფაქტორმა დნიპროპეტროვსკელებზე ცუდი გავლენა ვერ მოახდინა და ბერძნები დამაჯერებლად დაამარცხეს, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას მიუძღვის, რომელმაც 50-ე წუთზე 22 მეტრიდან გაისროლა და პირველი გოლი გაუტანა რობერტოს, ხოლო ოთხ წუთში როტენმა მეორეც გაუტანა ბერძნებს. ჯაბამ შეუცვლელად ითამაშა და 57-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

საპასუხო შეხვედრა პირეოსში ერთ კვირაში გაიმართება.

0.162557