ფეხბურთი

19:11 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერისა” და აზალ-ის ქართველები დაზავდნენ

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის 23-ე ტურში კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილი ბაქოს “ინტერი” სტუმრად აზალ-ს დაუზავდა – 1:1. ბაქოელთა ქართველი ლეგიონერებიან მცველმა ლაშა სალუქვაძემ სრულად ითამაშა. თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. უკანახაზელი ალექსანდრე ამისულაშვილი ტრავმირებულია და “ინტერს” ვერ დაეხმარა. მეკარე გიორგი ლომაია სათადარიგო იყო.

ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე მასპინძლებში მეორე ტაიმში გამოჩნდა.

მატჩის პირველ წუთზე ანგარიში აზალ-იდან მომბონგომ გახსნა, ხოლო მე-18 წუთზე “ინტერიდან” ნილდომ გაათანაბრა.

“ინტერს” 37 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა. აზალ-ი 25 ქულით მეხუთეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126004