ფეხბურთი

14:51 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგუა სრულად არ გამოჯანმრთელებულა

მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, გოგიტა გოგუას რეაბილიტაცია არ დასრულებულა. რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის (პირველი დივიზიონის) მე-3 ტურში ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” “სახალინთან” 1:1 ითამაშა. გოგუა მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა და 86-ე წუთზე შეცვალეს.

ხაბაროვსკელთა გენერალური დირექტორის სერგეი ფელდმანის თქმით, ქართველს ტრავმის რეციდივს არ უჩივის. უბრალოდ, მან შეამოწმა ფეხი რა მდგომარეობაში აქვს და ვინაიდან კიდევ აწუხებს, მოედანი 15 წუთის მერე დატოვა.

“სკა-ენერგიაში” გოლი 45-ე წუთზე კახა ალადაშვილმა გაიტანა, რომელმაც სრულად ითამაშა. შარშან შემოდგომაზე “სახალინში” გოჩა ხოჯავა თამაშობდა, რომელიც გუნდთან ერთად აღარაა. რაც შეეხება გიორგი კახელიშვილს, ეს უკანასკნელი სახალინელებს სავიზო პრობლემების მოგვარების შემდეგ შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112303