ფეხბურთი

13:40 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გარაი შესაძლოა “მანჩესტერში” გადავიდეს

ბრიტანული მედიის ცნობით, “ზენიტის” 28 წლის არგენტინელმა მცველმა ეზეკიელ გარაიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდეს.

წყაროს ცნობით, არგენტინელი უკმაყოფილოა რუსეთში ცხოვრებით და კარიერის გაგრძელება პრემიერლიგაში სურს.

რუსული კლუბი გარაის 18.5 მილიონ გირვანქად აფასებს. გარაი გასულ ზაფხულში “ბენფიკადან” “ზენიტში” გადავიდა. არგენტინელს პეტერბურგის გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში გარაიმ 26 მატჩი ჩაატარა ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114514