ფეხბურთი

15:13 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" გულშემატკივრები: "რასისტები ვართ და ეს მოგვწონს" (+VIDEO)

ლონდონის "ჩელსის" და სრულიად ინგლისელი გულშემატკივრები აგრესიულობით და გულმხურვალე ქომაგობით მსოფლიოში ცნობილნი არიან. აგრესიულობა "არისტოკრატების" მხარდამჭერებმა პსჟ-სთან დაპირისპირებამდე მეტროსადგურში გამოავლინეს. ინგლისელებმა ფერადკანიანი მგზავრი მატარებელში არ შეუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნებამ შესვლა სატრანსპორტო საშუალებაში რამდენჯერმე სცადა, "ჩელსის" ფანებმა იგი ხელისკვრით გამოაგდეს.

"არისტოკრატთა" გულშემატკივრები აგრეთვე გაიძახოდნენ: "რასისტები ვართ, რასისტები ვართ და ასეთი საქციელი მოგვწონს." ამ ფაქტს გარი ლინეკერმა სამარცხვინო უწოდა.

უეფა-მ განაცხადა, რომ ინციდენტი მოედნის გარეთ მოხდა და რეაგირებას ვერ მოახდენს. ლონდონური გრანდის ოფიციალურ ვებგვერდზე კი კლუბმა აღნიშნული დაგმო: "ასეთი საქციელი საზიზღრობაა და ადგილი არ აქვს ფეხბურთსა და საზოგადოებაში. მხარს ვუჭერთ კრიმინალის წინააღმდეგ განხორციელებულ სანქციას, მომხდარში მონაწილე პიროვნებები უნდა დაისაჯონ სანქციის შესაბამისად."

"ჩელსიში" რამდენიმე ფერადკანიანი ფეხბურთელი თამაშობს და საინტერესოა ამ გუნდის გულშემატკივრები ამ მოთამაშეებს როგორ მოიხსენიებენ, მათ შორის ხომ ერთ-ერთი საყვარელი პიროვნება დიდიე დროგბაა.

0.149207