ფეხბურთი

17:39 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტი შესაძლოა “აიაქსში” დაბრუნდეს

“ჰამბურგის” ჰოლანდიელი შუახაზელი რაფაელ ვან დერ ვაარტი, შესაძლოა ზაფხულში სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა “აიაქსში” განაგრძოს. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com–ი ავრცელებს.

32 წლის რაფაელ ვან დერ ვაარტს “ჰამბურგთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელი “აიაქსის” ღირსებას უკვე იცავდა 2000-2005 წლებში.

ვან დერ ვაარტს ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ჰამბურგის” მაისურით 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 გატანილი გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117777