ვალენტინობა, ანუ სიყვარულის დღე, თითქმის მთელს მსოფლიოში აღინიშნება და ამ დღეს არაერთ შეყვარებულ წყვილს შეუთრთოლდა გული, არაერთ ადამიანს მოეკეცა მუხლები სიყვარულის ახსნის დროს და ალბათ იყვნენ ისეთები, რომლებიც ამ დღეს ისე ელოდნენ, როგორც გალები ელოდნენ გაიუს იულიუს კეისრის მოახლოვებას.
აი ვეტერანმა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, ფაუსტინო ასპრილიამ კი, ლაპარაკს საქმე არჩია, სიყვარულის დღეზე თავი მოუყარა ნახვერად შიშველ კოხტა ლამაზმანებს და მათთან ისეთი მშვენიერი და მრავლისდამტევი ფოტო გადაიღო, შურიან კაცებს ალბათ თვალებიც კი გადმოაკარკვლინა!
მოგზაურობს ახლა ეს ფოტო მთელს მსოფლიოში ინტერნეტ-ქსელის საშუალებით და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სენიორ ფაუსტინო ნიჭიერი და მრავლისშემძლე კაცი მხოლოდ მწვანე მინდორზე არ ყოფილა და მას მინდვრის გარეთაც ხელწიფება “ფლანგზე გაჭრა”.







