კალათბურთი

14:00 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამქულიანების კონკურსი კარიმ მოიგო (+VIDEO)

ბრუკლინში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამქულიანების კონკურსი გაიმართა.

მონაწილეობდა 8 გამორჩეული მსროლელი: სტივ კარი, კლეი ტომპსონი (ორივე “გოლდენ სტეიტი”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), ჯეი ჯეი რედიკი (“კლიპერსი”), კაილ კორვერი ("ატლანტა") კაირი ირვინგი (“კლივლენდი”), მარკო ბელინელი (სან ანტონიო), უესლი მეთიუსი (“პორტლენდი”)

ფინალში კარი, ტომპსონი და ირვინგი გავიდნენ. ფინალში კარიმ 27 ქულა მოაგროვა და კარიერაში პირველად გახდა 3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული.

"ოლ სტარის" მატჩი 16 თებერვალს თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106405