თამაშგარე

10:26 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ღვინო და ვან გაალი

მწვრთნელები ფეხბურთელებს როგორც წესი, მკაცრი სპორტული დიეტის დაცვას აიძულებენ. კვებითი რეჟიმის დამრღვევი ფეხბურთელები არა მხოლოდ მწვრთნელის მხრიდან, ხშირად საზოგადოებისგანაც გაიკიცხებიან ხოლმე. ეს მაშინ, როდესაც ბევრი მწვრთნელი თავად დიდი “პურისმჭამელი” ვინმეა.

არაერთი ცნიობილი ევროპელი მწვრთნელი, ყოველ საღამოს არახრახებს ლუდსა თუ ღვინოს, თუმცა მათ სმას ბულვარული მედია, რასაკვირველია, ნაკლებ ყურადღებას აქცევს. მაგალითად, ცნობილი ნიდერლანდელი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი, ყოველ საღამოს წითელ ღვინოს “უბრახუნებს”.

ლუის ვან გაალი ფეხბურთის გარდა, თურმე ღვინოშიც კარგად ერკვევა და ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ კარგი ღვინო მისთვის არამხოლოდ სიამოვნების წყარო, არამედ ერთგვარი სტიმულატორიცაა.

ვან გაალი თავის კოლეგებს, მოწინააღმდეგე გუნდების მწვრთნელებსაც ხშირად პატიჟებს ღვინოზე და ეს მათი ბუნების შეცნობაში ეხმარება.

0.094873