კალათბურთი

19:05 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ლიდერობა შეინარჩუნა

მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის მეორე ტურის ბოლოსწინა შეხვედრაში ერთმანეთს ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი “დინამო” და ერთ-ერთი აუტსაიდერი “მგზავრები არმია” დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრას ინტრიგას მატებდა ის ფაქტი, რომ პირველი წრის შემდეგ ორივე გუნდი ორ-ორი ლეგიონერით გაძლიერდა. საინტერესო იყო, თუ რა დონის კალათბურთელებით გაძლიერდნენ აღნიშნული გუნდები. დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, ყველაზე კარგი შთაბეჭდილება “დინამოს” პოლონელმა ლეგიონერმა გარიკ შერმანმა დატოვა, რომელიც არა მარტო ლეგიონერთა შორის, არამედ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. რაც შეეხება დანარჩენ ლეგიონერებს, თავი დიდად ვერ გამოიჩინეს და თუ მომავალში არ მოუმატეს, მათი დამატებით აღნიშნულ გუნდებში ბევრი არაფერი შეიცვლება.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და მიმდინარე ტურნირის ერთპიროვნული ლიდერის “დინამოს” უპირატესობით დაიწყო. შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომელიც “დინამომ” 15 ქულის სხვაობით 23:8 მოიგო. მატჩის საბოლოო ანგარიშია 79:55 “დინამოს” სასარგებლოდ. ამ გამარჯვებით “დინამომ” ლიდერობა შეინარჩუნა და მეორე ადგილზე მყოფ “შსს აკადემიას” ერთი ქულით უსწრებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი შერმანმა აჩვენა, რომელმაც 23 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი პოლონელმა ლეგიონერმა 24 წუთსა და 27 წამში აჩვენა.

“მგზავრები არმიას” შემადგენლობიდან ყველაზე შედეგიან მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე 14 ქულაა. რაც შეეხება მის თანაგუნდელ ადრიკ მაკიმის, მან 13 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მწვრთნელი): “შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის უცნობ გუნდს ვეთამაშეთ, რადგან პირველი წრის შემდეგ “მგზავრები არმიას” რიგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კარგია, რომ ჩემმა კალათბურთელებმა ჩემი დავალებები კარგად შეასრულეს და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ვეცდებით, რომ მოგებათა სერია გავაგრძელოთ და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული შევინარჩუნოთ. რაც შეეხება მეტოქეს, ვუსურვებ, რომ მომავალში წარმატებით ეთამაშოს და სასურველი შედეგი მიეღოს”.

ბუბა ბერიშვილი (“მგზავრები არმიას” მწვრთნელი): “ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, რომელიც ამბიციური ქართველი კალათბურთელებითა და კარგი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. ამ შეხვედრაში ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჩემი ლეგიონერების საქმეში ნახვა. ორივე მათგანი უთამაშებელია და გარკვეული დროის შემდეგ იმედი მაქვს, დიდ დახმარებას გაგვიწევენ. რაც შეეხება მატჩის შედეგს, წარმატების შანსი ნაკლებად გვქონდა, მაგრამ ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხებას ნამდვილად არ ველოდი. მომავალში მე და ჩემი კალათბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კარგად ვითამაშოთ და აუტსაიდერობას თავი დავაღწიოთ”.

ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა “ოლიმპსა” და “სოხუმს” შორის. ამ შეხვედრას სასპორტო დარბაზი “არენა 1” მასპინძლობს, რომელიც “ოლიმპის” მოედნად ითვლება.

ქ. თბილისი, სპორტის სასახლე მგზავრები-არმია 55 - 79 დინამო 14.02.15, 16:00
გუნდი 1 2 3 4 ჯამ
მგზავრები-არმია 15 15 8 17 55
დინამო 18 16 23 22 79
მგზავრები-არმია
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 ირაკლი გულისაბედაშვილი 03:38 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
5 იოსებ ლეჟავა * 19:55 1 3 33.3 0 1 0 1 1 100 0 4 4 2 3 2 1 0 3
6 ტატო ჩაჩიბაია * 20:11 1 1 100 0 2 0 1 2 50 1 3 4 0 2 2 2 0 3
7 დავით მაისურაძე 12:14 0 3 0 0 0 0 0 0 0 0 2 2 1 0 2 0 1 0
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 36:47 6 12 50 0 2 0 2 2 100 2 1 3 3 0 3 1 0 14
10 ილია შიოლაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 ლუკა ზაქრაძე 20:05 0 0 0 0 2 0 2 2 100 0 2 2 3 3 3 1 1 2
13 რევაზ ათანელიშვილი * 26:02 5 7 71.4 0 1 0 2 7 28.6 2 4 6 0 4 4 0 0 12
23 კახაბერ ჯინჭარაძე 06:30 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 4 0 0 0 0
77 სანდრო სანაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
3 ჯექსონ ტამირ რაჰიმი 28:25 1 2 50 2 5 40 0 2 0 1 1 2 2 2 4 2 0 8
16 ადრიკ მაკკინი * 26:13 6 17 35.3 0 0 0 1 4 25 4 11 15 0 4 3 0 0 13
1 2 3 0 0 0 0 0 0
20 45 44.44 2 13 15.38 9 20 45.00 11 30 41 11 22 23 7 2 55
დინამო
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 გიორგი გამყრელიძე * 31:29 3 10 30 0 1 0 2 4 50 0 4 4 6 4 0 0 0 8
5 თეიმურაზ თავამაიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ბესიკ ლეჟავა * 29:50 3 7 42.9 3 7 42.9 2 3 66.7 0 2 2 2 1 2 3 0 17
8 გიორგი ვახანია 04:13 0 1 0 0 0 0 0 1 0 2 3 5 1 1 1 1 0 0
9 ილია ლონდარიძე * 25:55 3 13 23.1 0 0 0 2 2 100 3 8 11 1 4 3 3 2 8
10 მარკო პოპოვიჩი * 30:18 3 4 75 2 4 50 3 4 75 0 2 2 3 0 1 2 0 15
11 რევაზ დიდია 17:19 1 3 33.3 0 0 0 2 2 100 2 0 2 0 1 1 1 0 4
13 რიჩარდ მათიაშვილი 13:51 1 2 50 0 0 0 0 1 0 0 4 4 0 4 0 0 1 2
20 გიორგი ორმოცაძე 07:52 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 1 1 0 0 0 0
33 გარიკ შერმანი * 24:27 11 18 61.1 0 0 0 1 2 50 7 7 14 1 4 3 2 0 23
35 ვიქტორ კოღუაშვილი 02:52 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
55 თეიმურაზ ბაბუნაშვილი 11:54 1 1 100 0 1 0 0 0 0 1 0 1 1 1 0 0 0 2
1 1 2 0 0 0 1 0 0
26 60 43.33 5 14 35.71 12 19 63.16 16 32 48 16 21 12 12 3 79

0.091351