ფეხბურთი

15:34 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატა “ბარსელონას” სამიზნეა

ესპანური გამოცემა “მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” 27 წლის გამთამაშებლით ხუან მატათი ინტერესდება. ფეხბურთელის შეძენის სურვილი “ბლაუგრანას” თავკაც ლუის ენრიკეს აქვს. აღსანიშნავია, რომ კატალონიურ გრანდს ტრანსფერების განხორციელების უფლება 2016 ზამთრამდე არ აქვს.

ხუან მატა “ოლდ ტრაფორდზე” ლონდონის “ჩელსიდან” 2014 წლის ზამთარში 47 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ბოლო დროს, მას ლუის ვან გაალი იშვიათად ენდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109847