მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის მეორე ტურში “მგზავრები-არმია”, რომლის მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, მიმდინარე ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი თბილისის “დინამო იქნება, სრული შემადგენლობით ვერც ამჯერად ითამაშებს. გუნდს ტრავმირებული მეფარე დავით იოსელიანი არ ეყოლება. მას ხელის თითი აქვს მოტეხილი და მხოლოდ ბურთის გარეშე ვარჯიშობს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “მგზავრები-არმიას” მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში “მგზავრები-არმიას” “შსს აკადემიასთან” შეხვედრაში იოსელიანთან ერთად ვერც ტატო ჩაჩიბაია დაეხმარა. იოსელიანისაგან განსხვავებით ჩაჩიბაია ამჯერად თამაშისთვის მზადაა.







