სხვა

18:10 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყვარელმა ლიდერობა შეინარჩუნა

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე დღეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ყვარლის გუნდის დამარცხებით პეგასს შეეძლო პირველ ადგილზე გადასვლა, მაგრამ ვერ მოახერხა (13-24) და მეორე ადგილიც დაკარგა. 16 ტურის შემდეგ ყვარელი 28 ქულით პირველ ადგილზე რჩება, მეორეა მამული (26), ხოლო მესამეზე - პეგასი (25).

ყვარელ-პეგასის მატჩში ბრძოლა ფაქტიურად არც ყოფილა - პეგასს საქართველოს ნაკრების რამდენიმე მოთამაშე დაშავებული ჰყავს და ყვარლელებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს დიდი უპირატესობა - 16-6. მამულმა დაამარცხა წყალტუბო (34-17), ხოლო ფოთმა - ქარიშხალა, 33-9. პირველობის მესამე წრე შაბათს დასრულდება გლდანში, ხოლო მეოთხე გაიმართება აპრილში, მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზებს.

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99

მესამე წრე. გლდანი, 10-14 თებერვალი

13 თებერვალი

მამული-წყალტუბო 34-17

მამ: ვარდიშვილი - ღვალაძე 10, გაბისონია 7, გიორგაძე 7, ყველაშვილი 6, ჯაღათაშვილი 4, ომიაძე , ხონელიძე,ჯავახიშვილი, იაშვილი, მირზოევა - მწვ. ჯ. კასიანი

წყ: ჯიქია, თვალაძე - ფანცულაია 6, ფანცხავა 5, ჯიშკარიანი 3, ჯანელიძე 2, ჯიმშელეიშვილი 1, ჩიტაიშვილი, დახუნდარიძე, მამარდაშვილი, ჯავახაძე - მწვ. გ. ჯანელიძე, ნ. გოგიძე

ქარიშხალა-ფოთი 9-33

ქარ: არაბაჯევა - კერესელიძე 4, ბაჟუნაშვილი 2, კუსიანი 2, ტყეშელაშვილი 1, ჩხაიძე, ხმელაძე, ფოფხაძე, სანანაშვილი - მწვ. ი. ციცქიშვილი

ფოთ: ჯავახია, კუბლაშვილი - სურგულაძე 7, ჯგერენაია 6, შინკარენკო 5, სიხარულიძე 5, ჭითანავა 4, ყუფუნია 3, მჟავანაძე 2, ფარცვანია 1, ბერაია - მწვ. უ. გამზარდია, დ. გეფერიძე

ყვარელი-პეგასი 24-13

ყვ: გუბელაძე - კუნელაშვილი 8, ქიტესაშვილი 6, თეთრაშვილი 5, თ. იორდანიშვილი 3, ს. იორდანიშვილი 2, მიხელიძე, კუპატაძე, ლეშკაშელი, კორახაშვილი - მწვ. ზ. ხარებაშვილი, გ. ღონიაშვილი

პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა - ჩოხელი 7, მორჩაძე 5, ვენეცკი 1, ბერიძე, შოშიტაშვილი, ქებაძე, ჩახუნაშვილი, სარაჯიშვილი, ფაჩუაშვილი, კახაია - მწვ. ნ. წივწივაძე

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ცინცაძე

--

16 ტურის შემდეგ: ყვარელი 28 ქულა, მამული 26, პეგასი 25, ფოთი 10, ქარიშხალა 8, წყალტუბო 5

--

14 თებ. 12:00 წყალტუბო-ქარიშხალა, 13:20 ყვარელი-ფოთი 14:40 პეგასი-მამული

მეოთხე წრე: 14-18 აპრილი

ფოტო: ქეთი კუნელაშვილი (ყვარელი და საქართველოს ნაკრები)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092512