ფეხბურთი

12:23 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ივანოვიჩი გადარჩა, “ჩელსი” და “ევერტონი” ბრალდებულნი არიან (+VIDEO)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” და ლივერპულის “ევერტონის” პრემიერლიგის 25-ე ტურის დაპირისპირების 86-ე წუთზე მომხდარი ინციდენტის გამო, ორივე კლუბი ბრალდებულად სცნეს.

მოედნაზე შექმნილი არეულობის გამო შესაძლოა ორივე გუნდი დაისაჯოს. იმ შემთხვევაში თუ 17 თებერვლამდე გუნდები თავს ვერ გაიმართლებენ, ისინი ასოციაციის სასჯელს მიიღებენ.

აღნიშნული ინციდენტი ვილიანის წაქცევით დაიწყო და მალევე არეულობაში გადაიზარდა. ფეხბურთელები ერთმანეთს შეეკამათნენ და ივანოვიჩმა მაკარტის ყელში ხელი წაუჭირა, რაც მსაჯმა დაინახა კიდეც. არბიტრების მოხსენებაში ნათქვამია, რომ სერბს დანაშაული არ ჩაუდენია, მისი დასჯა არ შეიძლებოდა და შესაბამისად ბალკანელი სასჯელს გადაურჩა.

მსგავს შემთხვევებში ასოციაცია ფეხბურთელებს ავტომატურად სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით სჯის. ლონდონის “ჩელსის” უკვე ჰყავს დისკვალიფიცირებული დიეგო კოშტა. ესპანელმა “ლივერპულის” წინააღმდეგ მატჩში ემრე ჩანის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. საერთოდ, იმ შეხვედრაში ბრაზილიური წარმოშობის თავდამსხმელი აგრესიული გახლდათ და დაისაჯა კიდეც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111932