პოლონელი მოდელი, მაგდალენა ფრაცკოვიაკი ამბობს, რომ წარმოშობით პოლონელ ფეხბურთელზე, გერმანიის ნაკრების ყოფილ მეგოლეზე, ლუკაშ პოდოლსკიზეა შეყვარებული და მისი ოცნებაა, რომ ლუკაში თუნდაც ერთხელ მაინც შეიტყუოს საძინებელში.
სურვილი სურვილად, მაგრამ, როგორც იცით პოდოლსკი ცოლიანი კაცია და თან ისეთი კაპასი ცოლი ჰყავს, მშვენიერ მაგდალენას თუ სადმე დაუხვდა, კუდზე რა გითხრათ და მკერდით კი ნამდვილად ასროლინებს ქვას. თუმცა, ფრაცკოვიაკიც არ სჩანს ჯაბანი და ბედის ანაბარად მყოფი ვინმე.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მაგდალენა ფრაცკოვიაკი აქამდე გათხოვილი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მისი საყვარლებისა და გულისსწორთა გმინვა-კვნესა არაერთხელ გაუგონია ვარშავის მრავლისმნახველ კედლებს. კედლები კი სამწუხაროდ არ ლაპარაკობენ და არც ჟურნალისტებს აძლევენ ინტერვიუებს.







