ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, კლაუდიო კანიჯა კვლავ ბულვარული მედიის მძაფრი ყურადღების ცენტრშია, თუმცა ამჯერად კლაუდიოს ხასიათისა და ცხოვრების შტრიხებზე მეტად, “ყვითელი” მოკლამეების ინტერესის საგანი, მისი ქალიშვილი შარლოტა გახლავთ.
შარლოტა კანიჯა უკვე რახანია ფოტომოდელობითაა დაკავებული და სექსუალური ქალის იმიჯისათვის იღწვის. შარლოტა მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონის პრინცესა ნამდვილად არ არის, იმდენს უკვე ნამდვილად მიაღწია, რომ სადაც ტიტლიკანა მორბენალი ერთი ქალია, იქ მასაც ახსენებენ ხოლმე.
ამასწინათ, არგენტინელი გოლეადორის ქალიშვილი ერთ-ერთ არგენტინულ ტელეშოუში იყო მიწვეული, სადაც შარლოტამ თავისი ცხოვრების უცნობი დეტალები გამოამზეურა და განაცხადა, რომ მას მამის ხელი ყოველთვის აკლდა და მისი სითამამეც დიდწილად ამითაა განპირობებული.







