ფეხბურთი

21:31 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხედირა სამ კვირას გამოტოვებს

მადრიდის “რეალის” ლაზარეთში მატებაა. კლუბის გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს.

27 წლის ნახევარმცველი “ატლეტიკოსთან” წაგებულ (0:4) შეხვედრაში დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. სამედიცინო გამოკვლების შემდგომ ცნობილი გახდა, რომ ხედირას მუხლის ქვედა მყესის ტრავმა აწუხებს და სამი კვირა იუქმებს.

გერმანელი ჩამშლელი ლა ლიგაში “დეპორტივოსთან”, “ელჩესთან” და “ვილიარეალთან” გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე პირველ 1/8-ფინალურ მატჩში “შალკეს” წინააღმდეგ არ იქნება.

ხედირამ მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა. მის გარდა, “რეალს” ხამეს როდრიგესი, სერხიო რამოსი, პეპე და ლუკა მოდრიჩი ჰყავს დაშავებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059134