ფეხბურთი

20:22 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” “ჩელსის”: ვარანი კურტუას სანაცვლოდ

მადრიდის “რეალი” იკერ კასილიასის შემცვლელის ძებნას შეუდგა. ესპანური გამოცემის “მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით, “ბლანკოსი” ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი კარის დარაჯით ტიბო კურტუათი ინტერესდება. ესპანელები სატრანსფერო გარიგებაში ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის ჩართვასაც გეგმავენ, რომლის შეძენაც თავის მხრივ, ლონდონელთა თავკაც ჟოზე მოურინიოს სურს.

სტემფორდ ბრიჯელთა საკუთრებაში მყოფი ტიბო კურტუა “ჩელსიში” მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა. მანამდე კი მეორე მადრიდული გუნდის, “ატლეტიკოს” ღირსებას იჯარით წარმატებით იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1152