ფეხბურთი

15:40 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” და “ილიჩევეცი” უგოლოდ გაიყარნენ (+VIDEO)

თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი უკრაინის პრემიერლიგი მარიუპოლის “ილიჩევეცთან” ჩაატარა, რომელიც 0:0 დასრულდა.

“დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახი გოგიჩაიშვილმა შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:

ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (გველესიანი, 87), ჭანტურია, რენე, თოთაძე (ტაბატაძე, 46), ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (გუგა, 75), ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე, 87), მანუელი (უგულავა, 59),

დასკვნით სპარინგში შეგელაშვილს, ჩირგაძეს, პაპუნაშვილს, ჯანელიძესა და ჯიღაურს არ უთამაშიათ.

მარიუპოლელთა შემადგენლობაში მცველმა ზურაბ ოჩიგავამ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მეორე ტაიმი ჩაატარა.

0.120966