ფეხბურთი

13:45 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი უკრაინელი ფეხბურთელი ლანჩხუთის “გურიაში”

როგორც სოციალურ ქსელში ლანჩხუთის “გურიას” ოფიციალური გვერდი იტყობინება, ქართულ კლუბში გააგრძელებენ კარიერას უკრაინელი ფეხბურთელები იური შეველი და ნიკიტა კონოვალოვი.

იური შეველი კიევის “დინამოს” აღზრდილია, თამაშობდა კიეველთა დუბლშემადგენლობაში, ასევე მოლდოვურ “დაჩიასა” და უკრაინულ “ზარიაში.”

ნიკიტა კონოვალოვი 1994 წელს არის დაბადებული, ბოლო დროს “სევასტოპოლსა” და დონეცკის “ოლიმპიკში” ირიცხებოდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კლუბის სამედიცინო შტაბს დიმიტრი ზაალიშვილი უხელმძღვანელებს. ცნობილი ექიმი “გურიაში” გასული საუკუნის 80-იან წლებში მუშაობდა. დიმიტრი ზაალიშვილს თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უმუშავია, ასევე რამდენიმე ქართულ კლუბში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102428